Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
სსიპ  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2015–2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში რომანული ფილოლოგიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტ თეონა ჩაკვეტაძის სამაგისტრო  ნაშრომის დაცვის კომისიის შემადგენლობის დამტკიცებისა და დაცვის ვადის განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  29–ე მუხლის მე–3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2011 წლის 28 იანვრის სხდომაზე დამტკიცებული „თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სამაგისტრო ნაშრომის მომზადებისა და დაცვის წესის“ და თეონა ჩაკვეტაძის 2016 წლის 15 თებერვლის განცხადების (N482) საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. თსუ ჰუმანიტარული ფაკულტეტის რომანული ფილოლოგიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტ თეონა ჩაკვეტაძის სამაგისტრო  ნაშრომის დაცვის ვადად განისაზღვროს 2016 წლის 26 თებერვალი, 14:00 საათი, თსუ მე-5 კორპუსი, 229– ე აუდიტორია.
2. სამაგისრო ნაშრომის დაცვის კომისია დამტკიცდეს შემდეგი შემადგენლობით:
1) ქეთევან გაბუნია –პროფესორი,  კომისიის თავმჯდომარე 
2) ციური ახვლედიანი - პროფესორი, ემერიტუსი
3) მაია ჯავახიძე – ასოცირებული პროფესორი
4) ნინო ჭრიკიშვილი – ასისტენტ პროფესორი
5) სალომე კენჭოშვილი – ასისტენტ პროფესორი, კომისიის მდივანი

3. ბრძანების ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
4. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისა და შესაბამისი  პროგრამული მიმართულებებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.
5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


ჰუმანიტარულ მეცნიერებათა 
ფაკულტეტის  დეკანის
მოვალეობის შესრულებელი                  /ნანი გაფრინდაშვილი/